იან ტორპის დეპრესია, ლოთობა და ტრავმა

AutoSharing Option
სერიოზული პრობლემების წინაშეა ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავე იან ტორპი. მას დეპრესია შეეყარა და ამ ფონზე ალკოჰოლს მიეძალა. გაზეთ The Sydney Morning Herald-ის ინფორმაციით, გასული კვირის დასაწყისში ნასვამი ტორპი საკუთარ სახლში დაეცა და ტრავმა მიიღო. ამის შესახებ მხოლოდ 31 იანვარს გახდა ცნობილი. 29 იანვარს კი ტორპი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების გამო სამკურნალოდ სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა სიტუაციაში მიიღო ტრავმა 31 წლის მოცურავემ. ტორპის ერთ-ერთმა მეგობარმა აღნიშნა, რომ სპორტსმენს მართლაც აქვს სერიოზული სირთულეები ალკოჰოლთან დაკავშირებით. ადრე ამ პრობლემაზე თავად მოცურავე წერდა საკუთარ ავტობიოგრაფიაში.

გუშინ ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონის წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია სპორტსმენის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსების შესახებ. განცხადებაში წერია, რომ ავსტრალიელმა მცირე ხანი დაჰყო კლინიკაში, სადაც მას მხარზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ბოლო წელიწადნახევარია, ტორპი შვეიცარიაში ცხოვრობდა. ავსტრალიაში ის შობაზე ჩავიდა და სამშობლოში რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო. მაგალითად, ის შეამჩნიეს ჩოგბურთის ავსტრალიის ღია პირველობის მატჩებზე; გარდა ამისა, ვარჯიშობდა საფეხბურთო კლუბ "მელბურნ ვიქტორის" ფეხბურთელებთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოპრი არაა ჯერ. სტატიას რომ აქვეყნებთ, სათაურს მაინც შეხედეთ. არასერიოზულია პელეს მაგივრად ძელე წავა?
ტორპედო
01:20 03-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული