დუბაიში, მოკლე წყალზე

AutoSharing Option
ქართველ მოცურავეებს - ირაკლი რევიშვილსა და გიორგი მთვრალაშვილს ბოლო წლებში მრავალ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე მოუსინჯავთ ძალები, მათ შორის - პეკინის ოლიმპიადასა (რევიშვილი) და სინგაპურის მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველ ოლიმპიურ თამაშებში. 15-19 დეკემბერს კი დუბაის მოკლე წყალზე (25-მეტრიან აუზში) მსოფლიოს ჩემპიონატში დაუპირისპირდებიან მეტოქეებს.

რევიშვილი 200, 400 და 1500 მეტრზე თავისუფალი ყაიდით, ხოლო მთვრალაშვილი 100 და 200 მეტრზე კომპლექსურ და 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში იასპარეზებს. ამ ჩემპიონატისთვის ორივე სპორტსმენი ”ოლიმპიკისა” და ”ტონუსის” აუზებში ემზადებოდა.


ფოტო: გიორგი ჭანიშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული