მოკლე წყალი ედიდათ

AutoSharing Option
გუშინ დუბაიში მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო მოკლე წყალზე (25-მეტრიან აუზში). შეჯიბრებაში ქართველთაგან ირაკლი რევიშვილი და გიორგი მთვრალაშვილი მონაწილეობენ.

ასპარეზობის პირველ დღეს რევიშვილმა 200 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში 44-ე ადგილი (1.51,29) დაიკავა. ფინიშთან პირველი იყო რაიან ლოხტე (აშშ, 1.41,08), რომელმაც წლეულს წყნარი ოკეანის თამაშებზე 7 ოქროს მედალი მოიპოვა, თვით ფელპსსაც კი აჯობა და ამერიკის წლის საუკეთესო მოცურავედ აღიარეს. მეორე-მესამე ადგილებზე რუსი დანილა იზოტოვი (1.41,70) და ტუნისელი ჰუსამა მელოული (1.42,02) გავიდნენ.

გულაღმა 100 მეტრზე ცურვაში მთვრალაშვილმა (1.00,37) 62-ე ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილები
კი ასე განაწილდა: 1. სტანისლავ დონეტსი (რუსეთი, 49.62), 2. კამილ ლაკური (საფრანგეთი, 50.53), 3. ნიკოლას ტომანი (აშშ, 50,69).

ქართველი მოცურავეები კიდევ ორ-ორ დისციპლინაში მოსინჯავენ ძალებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული