დუბაიში ხუთი დღე მიმდინარეობდა მსოფლიოს ჩემპიონატი "მოკლე აუზისთვის". წლის ყველაზე მნიშვნელოვანმა ტურნირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სპორტის ამ სახეობაში ამერიკელებთან კონკურენცია არცერთ ქვეყანას არ შეუძლია. აშშ-ს ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო არაოფიციალური გუნდური ჩათვლა - ამ გუნდმა სამივე სინჯის ყველაზე მეტი მედალი დაისაკუთრა, სულ კი მისი მონაგარი 25 მედალი (12 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო) იყო.
და ეს იმ დროს, როცა დუბაიში არ ჩავიდნენ ნაკრების ლიდერები მაიკლ ფელპსი და აარონ პირსოლი. მომავალ წელს, ეს მოცურავეები გამოვლენ შანხაიში 50-მეტრიან აუზში მსოფლიოს ჩემპიონატზე
რაც შეეხება დუბაის ჩემპიონატს, მისი გმირი ამერიკელთა კიდევ ერთი ლიდერი - რაიან ლოხტე გახდა, რომელმაც საემიროების დედაქალაქი ოქროს ხუთი მედლით დატოვა.
საერთო გუნდური ჩათვლა:
1. აშშ 12 6 7
2. რუსეთი 4 4 2
3. ესპანეთი 4 2 2
4. ჩინეთი 3 5 6
5. საფრანგეთი 3 3 2
6. ჰოლანდია 3 2 1