აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა A და B სინჯებში, რომელიც 2013 წელს, ბარსელონაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე აიღეს. ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ 25 სპორტსმენს მხოლოდ ამა წლის აპრილში აცნობა ტესტის შედეგები.
პალმერმა განაცხადა, რომ არ იცის როგორ მოხვდა დოპინგი მის ორგანიზმში და უარყოფს აკრძალული პრეპარატების გამოყენებას. მას აგრეთვე სურს მომხდარის დეტალების გამოკვლევა, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ინციდენტს
2008 წლის ოლიმპიადაზე პალმერმა ოქროს მედალი მოიგო 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში.
* * *
წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი ყაზანში 24 ივლისს დაიწყება. ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ გამოაცხადა, რომ 2015 წლის პირველობაზე სარეკორდო საპრიზო ფონდს დააწესებს, კერძოდ, ჰონორარის საერთო თანხა 5.5 მილიონი დოლარი იქნება.
აქედან ცურვის "წილი" 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს, სინქრონულ ცურვაში გათამაშდება 900 ათასი, წყალში ხტომაში - 780 ათასი, წყალბურთში - 720 ათასი და ა. შ. ცურვაში ყოველი ახალი რეკორდისთვის სპორტსმენი ბონუსის სახით 30 ათასს მიიღებს.
ფულადი პრემია ეკუთვნის ყველა დისციპლიაში პირველ რვა ადგილზე გასულ სპორტსმენს. წინა ჩემპიონატზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, პირველი ექვსი სპორტსმენი იღებდა თანხას, ხოლო ჯამში 3.1 მილიონი დოლარი გათამაშდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"