მსოფლიოს ჩემპიონატი: კიდევ ორი რეკორდი

AutoSharing Option
ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღე არ გავა, რომ მინიმუმ ერთი მსოფლიოს რეკორდი არ დამყარდეს. ამჯერად, ამის პროგნოზირება იოლი იყო, რადგან 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ფინალი ელოდა ამერიკელ კეტი ლედეცკის.

მან წინა დღეს, საკვალიფიკაციო გაცურვისას გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა და ფინალში 2.23 წამი ჩამოაკლო წინა დღის შედეგს. თავის უახლოეს მდევარს, ზელანდიელ ლორენ ბოილს ამერიკელმა 15 წამი მოუგო. ქალთა ცურვაში დიდი ხანია არ გამოჩენილა სპორტსმენი, რომელიც ამდენად ძლიერი იყოს თავის კონკურენტებზე.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ლედეცკის მეორე ოქრო წლევანდელ
ჩემპიონატზე. მანამდე მან 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გაიმარჯვა.
* * *
მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდი იხილა მაყურებელმა 50 მეტრზე ბრასით ცურვაში, ოღონდ ნახევარფინალურ გაცურვაში. მისი ავტორი გახდა ბრიტანელი ადამ პიტი. მისი დრო იყო 26.42 წამი, რაც 0.2 წამით უკეთესია კემერონ ვან დერ ბურგის დროზე, რომელიც წინასწარ გაცურვებში იყო ნაჩვენები.

ძალიან საინტერესო დუელი ელოდათ მაყურებელებს 100 მეტრზე ქალებს შორის ბრასის ფინალში. ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენი, ლიტველი რუტა მეილუტიტე უპირისპირდებოდა რუს იულია ეფიმოვას, რომელიც სულ ახლახანს დაბრუნდა სპორტში, დოპინგის გამო მიღებული დისკვალიფიკაციის ამოწურვის შემდეგ.

რუსმა ნახევარფინალში ოთხი მეათედით უკეთესო დრო აჩვენა, ვიდრე მისმა კონკურენტმა, ფინალში კი უფრო დამაჯერებლად მოიგო - ლიტველს 7 მეათედი წამით აჯობა და რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოუტანა.

კაცები
200 მ. თავისუფალი. 1. ჯეიმს გაი (ბრიტ) - 1.45,14; 2. სუნ იანი (ჩინ) - 1.45,20; 3. პაულ ბიდერმანი (გერ) - 1.45,38; 4. რაიან ლოხტე (აშშ) - 1.45,83... 6. ჩად ლე კლო (ს. აფრ) - 1.46,53...

100 მ. გულაღმა. 1. მიტჩელ ლარკინი (ავსტრა) - 52,40; 2. კამილ ლაკური (საფ) - 52.48; 3. მეტ გრევერსი (აშშ) - 52.66...

ქალები
100 მ. გულაღმა. 1. ემილი სიბომი (ავსტრა) - 58,26; 2. მდისონ უილსონი (ავსტრა) - 58,75; 3. მიე ნილსენი (დან) - 58,86... 5. მისი ფრანკლინი (აშშ) - 59,40...

1500 მ. თავისუფალი. 1. კეტი ლედეცკი (აშშ) - 15.25,48; 2. ლორენ ბოილი (ზელ) - 15.40,14; 3. ბოგლარკაკაპაში (უნგ) - 15.47,09; 4. ლოტე ფრისი (დან) - 15.49,00...

100 მ. ბრასი. 1. იულია ეფიმოვა (რუს) - 1.05,66; 2. რუტა მეილუტიტე (ლიტ) - 1.06,36; 3. ალია ატკინსონი (იამ) - 1.06,42; 4. კანაკო ვატანაბე (იაპ) - 1.06,43...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეფიმოვა თავიდანაა შესამოწმებელი დოპინგზე..
tornike
09:46 06-08-2015
0

სიახლეები პოპულარული