ჩემპიონი წავიდა

AutoSharing Option

ლეგენდარული ავსტრალიელის იან ტორპის დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ, ცურვის სამყაროდან კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - კერძოდ, აქტიური კარიერის დასრულება გადაწყვიტა ცნობილმა ამერიკელმა აარონ პირსოლმა.

 

"მაღალ დონეზე გამოსასვლელად 110 პროცენტით მზადყოფნაა საჭირო, მე კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე კიდევ შევძლებ ოპტიმალურ ფორმაში შესვლას. ადრე ეს არ მიჭირდა. პენსია - უცნაური სიტყვაა. სულ რაღაც 27 წლის ვარ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ვიცი, რას გავაკეთებ ცურვის შემდეგ", - ამბობს პირსოლი.


ამერიკელი ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მისი სპეციალიზაცია ზურგზე ცურვა იყო და ამ

დისციპლინაში 200 მეტრზე მსოფლიოს რეკორდი დღემდე პირსოლს ეკუთვნის.

პირსოლი ტექსასის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას. ის ამ სასწავლებლის ვარსკვლავი იყო 2006 წლამდე.


"წასვლა მიჭირს, ისევე როგორც, ახალი საქმიანობის არჩევა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სპორტის მიღმა საქმეები ჩემთვის გაცილებით საინტერესო გახდა. ვიგრძენი, რომ შემიძლია სხვა მიმართულებით წინსვლა", - დაამატა პირსოლმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული