გიორგი ჩხეიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

AutoSharing Option
ტოკიოში დასრულდა ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ბოლო დღეს 105+ კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე ასპარეზობდა, რომელიც მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია ახალგაზრდებში.

ამჯერად ჩვენებურმა ორჭიდში ჯამში 406 კილოგრამი დაძლია, რაც ვერცხლის მედლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. მსოფლიოს ჩემპიონი 426 კილოგრამით სომეხი სიმონ მარტიროსიანი გახდა. არადა, 19 წლის სპორტსმენმა შარშანდელი შედეგი 28 კილოგრამით გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში რევაზ დავითნიძემ (85 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო დათო ხეცურიანმა (105) - ვერცხლი. კიდევ ერთი მონაწილე გვყავდა 105 კგ წონით კატეგორიაში - ირაკლი ჩხეიძემ ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედი ვიქონიოთ,რომ ამ ბიჭებს აცლიან წარმატებების მიღწევას სპორტში და პარლამენტში(ან მერიაში) არ მოგვიწევს მათი ნახვა!
gulshematkivari
19:43 24-06-2017
0
ასანიძე გენიალური სპეციალისტია. ვულოცავ მძლეოსნებს
xvistani
22:07 23-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული