ტოკიოში დასრულდა ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ბოლო დღეს 105+ კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე ასპარეზობდა, რომელიც მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია ახალგაზრდებში.
ამჯერად ჩვენებურმა ორჭიდში ჯამში 406 კილოგრამი დაძლია, რაც ვერცხლის მედლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. მსოფლიოს ჩემპიონი 426 კილოგრამით სომეხი სიმონ მარტიროსიანი გახდა. არადა, 19 წლის სპორტსმენმა შარშანდელი შედეგი 28 კილოგრამით გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოში რევაზ დავითნიძემ (85 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო დათო ხეცურიანმა (105) - ვერცხლი. კიდევ ერთი მონაწილე გვყავდა 105 კგ წონით კატეგორიაში - ირაკლი ჩხეიძემ ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.
17:56 23-06-2017
გიორგი ჩხეიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
პ.ს. ხოდა რაც კარგად გამოგდის ის საქმე უნდა აკეთო....რა უნდოდა პოლიტიკაში....