გუშინ ფიცარნაგზე 56 კილოგრამი წონითი კატეგორიის ვაჟები გავიდნენ. ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას საერთაშორისო ტურნირების ჩაქველი დებიუტანტი რამინ შამილიშვილი იცავდა. ერთი თვის წინათ საქართველოს ლიგის გათამაშებაზე მან 90 კილოგრამი აიტაცა და 115 კილოგრამი აკრა.
პოლონეთში რამინმა ორივე მოძრაობაში თავისი საუკეთესო შედეგები გაიმეორა. მართალია, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა და ჭაბუკთა ნაკრების თავკაცმა ზურაბ ანთაურმა მესამე ცდებზე მისთვის, შესაბამისად, 92 და 119 კილოგრამი შეუკვეთეს, მაგრამ ქართველმა
წონის ფავორიტად თურქ ოქან იილმაზს მიიჩნევდნენ,რომელსაც აქამდე ორჭიდში 230 კილო ჰქონდა დაძლეული. გუშინ იგი სხვებმა დაჩრდილეს. განსაკუთრებით აზერბაიჯანელმა პაშა იბრაჰიმლიმ იყოჩაღა: მან ერთბაშად სამი ოქროს მედალი მოიხვეჭა - ატაცში (105 კგ), აკვრასა (128) და ორჭიდში (233).
ორი მოძრაობის ჯამში დიდი ვერცხლის მედალი ხვდა რუს ასალი აბდულგაშიმოვს, რომელიც გამარჯვებულს 9 კილოთი ჩამორჩა. მანვე ატაცსა (98) და აკვრაშიც (126) მეორე ადგილები დაიკავა. ორჭიდში 217 კილოგრამით მესამე იყო იტალიელი მიჩელ დი ჯუსტო. მასვე აკვრაში (121) ბრინჯაო ერგო, ხოლო ატაცში მესამე ადგილზე თურქი მუამარ სანინი (97) გავიდა. წონის რეიტინგფავორიტი იილმაზი (211 კგ) მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა.
დღეს ჩეხანოვოში 62 კილოგრამი წონითი კატეგორიის ვაჟები იასპარეზებენ. ჩვენგან მედლებისთვის ქუთაისელი შოთა მიშველაძე იბრძოლებს. შარშან მან მსგავს შეჯიბრებაზე, ოღონდ 56 კილოში, ერთი ვერცხლისა (ატაცში) და ორი ბრინჯაოს (აკვრასა და ორჭიდში) მედალი დაისაკუთრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"