პერტაიას გაცუდებული ცდები და მერვე ადგილი

AutoSharing Option
ჩეხანოვოში (პოლონეთი) ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე გუშინ მედლები 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოდან შეჯიბრებაზე ზუგდიდელი თემურ პერტაია გამოდიოდა. ორჭიდში მან 273 კილოგრამით მე-8 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ლიგის გათამაშებაზე ნაჩვენები თავისი საუკეთესო შედეგიც (280 კგ) რომ გაემეორებინა, მე-7 საფეხურს მაინც ვერ ასცდებოდა, რადგან მე-6 ადგილზე გასულმა მოლდოველმა იური ბულატმა 287 კილოს მოუყარა თავი.

პერტაიამ ატაცში 120 კილო დაიმორჩილა, აკვრა 153 კილოთი დაიწყო, მომდევნო ორი ცდა (158, 161 კგ) კი გაუცუდდა.

ორჭიდში 313 კილოთი ჩემპიონობა ბელარუსმა სიარჰეი ჰარანინმა მოიპოვა. მანვე ატაცსა
(140 კგ) და აკვრაშიც (173 კგ) მცირე ოქროს მედლები დაიმსახურა. 297 (134+163) კილოთი მეორე ადგილი უკრაინელმა ალექსანდრ პილიშჩენკომ დაიკავა, 290 (125+165) კილოთი მესამე იყო ბელარუსი ანდრეი იურატაუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული