ორთაბრძოლები 77 კილოში დაძაბული გამოდგა. აქ ჯაბა ჩიბურდანიძემ (აჭარა) და დავით ხარატიშვილმა (აფხაზეთი) ორჭიდში
მძიმე წონაში კვლავ შეუდარებელი იყო ირაკლი თურმანიძე (აჭარა), რომელმაც 409 კილოს მოუყარა თავი და მე-2 ადგილზე გასულ ალუდა მანაგაძეს (ქუთაისი) 69 კილოთი გაუსწრო. ამ წონაში არ მონაწილეობდა საჩხერელი გოლიათი ლაშა ტალახაძე. ამას წინათ მან ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ოქროს ჯილდო მოიხვეჭა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა ტალახაძეს და ახალგაზრდებში ვერცხლის პრიზიორ გიორგი ლომთაძეს (ქუთაისი) დასვენების უფლება მისცა. ეროვნული გუნდის წევრები ახლა ერთთვიან საწვრთნელ შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლიან, სადაც სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. პლანეტის უძლიერეს ათლეტთა შეჯიბრებას კი 5 ნოემბრიდან პარიზი უმასპინძლებს.
კვარცხლბეკი
56 კგ. 1. ზვიად ფუტკარაძე (აჭარა, 198 კგ), 2. ვახტანგ ვეკუა (ზუგდიდი, 163), 3. გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი, 145)
62 კგ. 1. შოთა მიშველიძე (ქუთაისი, 260), 2. თორნიკე თოდუა (საჩხერე, 219), 3. ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე, 218).
69 კგ. 1. ნუგზარ ჯინჭარაძე (აჭარა, 258), 2. ბაჩანა ქუხილავა (ზუგდიდი, 255), 3. ვაჟა ქავთარაძე (აჭარა, 254).
77 კგ. 1. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა, 303), 2. დავით ხარატიშვილი (აფხაზეთი, 303), 3. ზურაბ თავაძე (ქუთაისი, 283).
85 კგ. 1. ზაურ დევაძე (თბილისი, 312), 2. თემურ პერტაია (ზუგდიდი, 268), 3. უჩა ინაძე (თბილისი, 266).
94 კგ. 1. რაულ ცირეკიძე (ქუთაისი, 345), 2. ირაკლი ცანავა (ზუგდიდი, 327), 3. ვილიამინ ალექსიძე (აჭარა, 327).
105 კგ. 1. გია მაჭავარიანი (აჭარა, 404), 2. დავით გოგია (ზუგდიდი, 360), 3. ვაჟა ღონღაძე (ქუთაისი, 290).
+ 105 კგ. 1. ირაკლი თურმანიძე (აჭარა, 409), 2. ალუდა მანაგაძე (ქუთაისი, 340), 3. ზვიად ქაჯაია (წყალტუბო, 320).
გუნდური. 1. აჭარა, 2. ქუთაისი, 3. ზუგდიდი
საქართველოს ლიგა. 1. გია მაჭავარიანი (431,8), 2. ირაკლი თურმანიძე (417,4), 3. რაულ ცირეკიძე (412 ქულა). მწვრთნელები: 1. ავთანდილ გახოკიძე (აფხაზეთი, 1997), 2. მალხაზ ლომთაძე (ქუთაისი, 1853,7), 3. აბესალომ ბასილია (აჭარა, 1853,3 ქულა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"