ფიცარნაგზე პირველი დებიუტანტი გავა

AutoSharing Option
შარშან ანტალიაში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა 57 ქულა მოაგროვეს და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის 3 საგზურის მოსაპოვებლად მყარი საფუძველი შეიქმნეს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით ჩვენი ბიჭები იანვრიდან მონდომებით ემზადებიან 2011 წლის მსოფლიო პირველობისთვის, რომელსაც 5 ნოემბრიდან საფრანგეთის დედაქალაქი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები პარიზში ექვსი სპორტსმენით გაემგზავრება.

ჩვენებურთაგან პირველი ფიცარნაგზე 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქუთაისელი დებიუტანტი გიორგი ლომთაძე გავა, რომელიც 20-წლამდელთა წლევანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის მედალოსანია. იგი საპრიზო ადგილებისთვის 8 ნოემბერს იასპარეზებს.

11 ნოემბერს მოსინჯავს ძალებს 85
კილოში 20 და 23-წლიანებში ევროპის პრიზიორი, პეკინის ოლიმპიადის მონაწილე რაულ ცირეკიძე (ქუთაისი).

12 ნოემბერს 105 კილოში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის სამი ვერცხლის მფლობელი გია მაჭავარიანი (აჭარა) და ზუგდიდელი დებიუტანტი დავით გოგია, რომელმაც წლეულს 23-წლამდელების ევროპაზე ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა.

13 ნოემბერს პლანეტის უმძიმეს ათლეტებს მეტოქეობას გაუწევენ ატაცში წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ირაკლი თურმანიძე (აჭარა) და 18 წლის საჩხერელი ლაშა ტალახაძე. შარშან მან ჭაბუკებსა და წლეულს კი ახალგაზრდებში 3-3 ოქროს მედალი მოიპოვა.
4 ნოემბერს პარიზში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართება, რომელსაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი დაესწრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული