წელიწადი შტანგით დასრულდა

AutoSharing Option
ქუთაისის თვითმმართველობის დაფინანსებითა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის მხარდაჭერით ქუთაისის ძალოსნობის დარბაზმა სპორტის ამ სახეობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა.

ქუთაისისთვის ეს იყო 2011 წლის ბოლო სპორტული ღონისძიება. შეჯიბრებამ საინტერესოდ ჩაიარა. განსაკუთრებით, ემოციური ფონი მაღალი წონითი კატეგორიის წარმომადგენელთა გამოსვლას ახლდა. 77კგ-ში დავით ხარატაშვილის და ჯაბა ჩიბურდანიძის პაექრობა იყო აღსანიშნავი.

ხარატაშვილმა ატაცში მეტოქეს 1 კგ-ით აჯობა, მაგრამ ჩიბურდანიძე უკეთ აკვრაში გამოვიდა და საბოლოოდ გამარჯვებაც მას დარჩა. 94 კგ-ში ქუთაისელ ვაჟა ღონღაძის და ზუგდიდელ იკა ცანავას ჭიდილი. საბოლოოდ
ორჭიდის ჯამში ცანავამ 5 კგ-ით აჯობა მეტოქეს. კარგად იასპარეზა ქუთაისელმა ალუდა მანაგაძემ (105კგ.), რომელმაც ორჭიდის ჯამში 385 კგ. დაძლია და ტურნირის საუკეთესო ძალოსანი გახდა. გამარჯვებულები და პრიზიორები კახი კახიაშვილმა დააჯილდოა.

"ეს ტურნირი ქუთაისში მეექვსედ ჩატარდა და ამჯერადაც ძალიან კარგად. გაისიდან ქუთაისის თვითმართველობის დახმარებით საერთაშორისო ტურნირი იგეგმება მეზობელი ქვეყნების ძალოსნების მონაწილეობით. ჩვენში ძალოსნობას დიდი ტრაციციები აქვს, ახალი თაობაც საიმედო მოდის.

გამოცდილი სპეციალისტის ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, რომელიც ჩემის აზრით, 2 წელიწადში მსოფლიოს ასპარეზზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. საქართველოში ყოველთვის იყვნენ გამორჩეული ძალოსნები, მაგრამ ძლიერი გუნდი არასდროს გვყოლია.

ახლა კი მუშაობა იქეთკენ არის მიმართული, რომ ანგარიშგასაწევი გუნდით მომავალ ოლიმპიადებზე საქართველოდან რამდენიმე ძალოსანმა იასპარეზოს. ქუთაისის ძალოსნობის სკოლა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ნაკრებში რამდენიმე ქუთაისელია და იმედი მაქვს, რომ ისინი წარმატებებით გაგვახარებენ" - თქვა კახი კახიაშვილმა.

კვარცხლბეკი
ორჭიდი
50კგ.
1. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 130კგ
2. ბექა გორგაძე (აჭარა) - 125
3. შოთა ომარაშვილი (თბილისი) - 118

56კგ.
1. რამინ შამილიშვილი (ქუთაისი) - 203
2. ზვიად ფუტკარაძე (აჭარა) - 143
3. გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) - 155

62კგ.
1. ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე) - 230
2. ლერი ბენდელიანი (წყალტუბო) - 206
3. ზაზა ფუტკარაძე (აჭარა) - 190

69კგ.
1. შოთა მიშველაძე (ქუთაისი) - 275
2. რომა სარქისიანი 9ქუთაისი) - 257
3. ვაჟა ქავთარაძე (აჭარა) - 246

77კგ.
1. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა) - 315
2. დავით ხარატაშვილი (აფხაზეთი) - 311
3. ვახტანგ ნემსაძე (ქუთაისი) - 235

85კგ.
1. ზაურ დევაძე (თბილისი) - 322
2. თემურ პერტაია (ზუგდიდი) - 286
3. ლაშა კოპალიანი (წყალტუბო) - 281

94კგ.
1. იკა ცანავა (ზუგდიდი) - 340
2. ვაჟა ღონღაძე (ქუთაისი) - 335
3. ვაჟა კაპანაძე (ქუთაისი) - 225

105კგ.
1. ალუდა მანაგაძე (ქუთაისი) - 385
2. ვილი ალქსიძე (აჭარა) - 340

+105კგ.
1. გიორგი თურმანიძე (თბილისი) - 316
2. ზვიად ქაჯაია (წყალტუბო) - 316

საუკეთესო ათეული სინკლერის ცხრილის მიხედვით:
1. ალუდა მანაგაძე (409.4)
2. ჯაბა ჩიბურდანიძე (393.3)
3. დათო ხარატიშვილი (384.7)
4. იკა ცანავა (380.8)
5. შოთა მიშველაძე (378.6)
6. ზაურ დევაძე (377.6)
7. ვაჟა ღონღაძე (373.2)
8. ვილი ალქსიძე (349.8)
9. თემურ პერტაია (344.2)
10. ლაშა კოპალიანი (344,2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული