მანვე პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაო დაიმსახურა, ხოლო აკვრასა და ორჭიდში მეოთხე იყო - კვარცხლბეკამდე კილოგრამიღა დააკლდა. 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე სამჯერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა ტალახაძე (მძიმე წონა), ამავე შეჯიბრებაზე სამ-სამი ვერცხლი მოიპოვეს ოცწლამდელებში გიორგი ლომთაძემ (69) და ოცდასამწლამდელებში დავით გოგიამ (105). ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენმა ათლეტებმა პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანტალიაში მოპოვებული ქულები განამტკიცეს და
როგორია ქართველი ძალოსნების წლევანდელი გეგმები, ამის შესახებ ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის რამაზ გურგენიძის ნაამბობიდან შეიტყობთ:
- ლონდონის ოლიმპიადისთვის გეგმაზომიერი მზადება პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე დავიწყეთ: ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით შვიდი ათლეტი - გია მაჭავარიანი (105), დავით გოგია (105), რაულ ცირეკიძე (85), ბაჩანა ქუხილავა (69), ზურიკო თავაძე (77), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე - მძიმე წონა) - სამკვირიან შეკრებაზე ჩეხანოვოში (პოლონეთი) იმყოფებოდა.
იქიდან დამთავრების შემდეგ წლის მიწურულს ქუთაისმა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც უმთავრესად ახალგაზრდებმა გამოსცადეს ძალები. რადგან ნაკრების ძირითად ბირთვს მწვრთნელებმა დასვენების უფლება მისცეს. თავი გამოიჩინეს ახალგაზრდებმა - იკა ცანავამ (94), ვილიამინ ალექსიძემ (105), ჯაბა ჩიბურდანიძემ (77), შოთა მიშველაძემ (62) და ალუდა მანაგაძემ (105). მათგან ეროვნული გუნდი ღირსეულ შევსებას მიღებს.
ნაკრები იმავე შემადგენლობით წუხელ ისევ ჩეხანოვოს გაემგზავრა და პოლონელებთან ერთად სამკვირიან საწვრთნელ შეკრებას გაივლის.
პირველი თებერვლიდან ყველა პერსპექტიული ათლეტი ნაკრების წევრების გვერდით ერთ თვეს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე დაყოფს. ეროვნული გუნდის ის ხუთი წევრი, რომლებიც ოლიმპიადისთვის სპეციალური პროგრამით ემზადებიან, მარტიდან ისევ პოლონეთს მიაშურებს, ამჯერად უკვე - ორი თვით. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ, 6-16 აპრილს ანტალია ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ამ შეჯიბრებაში ის ქართველი ძალოსნები გამოვლენ, რომლებიც ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავრებიან. 18-31 მაისს კი ეროვნულ ჩემპიონატს ჩავატარებთ, სადაც ყველა უძლიერესი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი მთავარი მიზანია 2012 წლის თამაშებისთვის საფუძვლიანად მომზადება და ბრიტანეთის დედაქალაქში მედლის მოპოვება. საამისოდ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ათლეტები და მწვრთნელები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"