12 აპრილს ფიცარნაგზე გავიდა ეროვნული ნაკრების დებიუტანტი დავით ხარატაშვილი (აფხაზეთი, 77 კგ), რომელსაც ვარჯიშებზე ორჭიდში 315 კილოგრამი (140+175) აქვს დაძლეული.
სამწუხაროდ, მან ანტალიაში საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა - 298 კილოთი (135+163) 26 მონაწილეს შორის მხოლოდ მე-18 ადგილი დაიკავა.
საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ერვანდ კერიმაჟი (ალბანეთი, 348 კგ), 2. მარტინ რაზვანი (რუმინეთი, 347), 3. ალექსანდრ დუდოღლუ (მოლდოვა, 344).
13 აპრილს შეჯიბრებაში 85 კილოგრამი წონითი კატეგორიის ათლეტები ჩაებმებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"