13 აპრილს ანტალიაში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა ქუთაისელმა რაულ ცირეკიძემ, რომელმაც 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში აიტაცა 165 კგ (მცირე ვერცხლი), აკრა 200 კგ (მცირე ვერცხლი) და ორჭიდში 365 კილოგრამით ათწლიანი შესვენების შემდეგ სამშობლოს კონტინენტის ჩემპიონის ოქროს მედალი (მსგავს წარმატებას 2002 წელს ანტალიაშივე გიორგი ასანიძემ მიაღწია) მოუტანა.
მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, თურქი ფათიხ ბეიდარი-359(166+193) და რუმინელი გაბრიელ სინჩრაიანი-359(164+195) გავიდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამავე დროს გული დამწყდა სათანადოთ რომ არ შუქდება მსგავი შეჯიდრებები.რატომ არ იყო პირდაპირი ტრანსლაცია არც ერთი ქართული არხით?რატომ არის საიმფორმაციო ვაკუუმი?ვგულისხმობ სად შეიძლება გავიგო ვინ გამოდის კიდე ჩვენი ბიჭებიდან და რა წონით კატეგორიებში?