მცირე ტრავმების გამო მწვრთნელებმა ამჯერად ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ქუთაისელი რაულ ცირეკიძე (85) და მისი თანაქალაქელი ვაჟა ღონღაძე (94) დაასვენეს.
სპეციალისტები და გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდნენ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტების - გია მაჭავარიანისა (105 კგ) და ირაკლი თურმანიძის (+105) გამოსვლას. მათაც ქომაგები არ გააწბილეს: მაჭავარიანმა ატაცში საქართველოს რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდში უწინდელ მიღწევას 6 კილოთი გადაამეტა. თურმანიძემ ატაცსა და აკვრაში ქვეყნის საუკეთესო მაჩვენებლებს 2-2 კილოგრამი წაუმატა.
- შეჯიბრება ზუგდიდში ამჯერადაც
ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ადგილობრივი თვითმმართველობის სპორტის ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ჩიქოვანმა და სასპორტო სკოლის დირექტორმა მურთაზ მურუსიძემ, - გვითხრა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ. - აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია ქალაქის ცენტრში შენობის გამოყოფას შეგვპირდა ძალოსნობის დარბაზის კეთილმოსაწყობად.
რაც შეეხება პაექრობებს, განსაკუთრებით ოლიმპიელებმა იყოჩაღეს, რასაც მათ მიერ დამყარებული ხუთი რეკორდიც ადასტურებს. ნაკრების წევრები ამჟამად ჩაქვში იმყოფებიან საწვრთნელ შეკრებაზე.
პირველი ივლისიდან დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე განაგრძობენ მზადებას, 25 ივლისს კი რაულ ცირეკიძე, გია მაჭავარიანი და ირაკლი თურმანიძე ლონდონისკენ აიღებენ გეზს.
საჩხერელი ირაკლი გაბრიჭიძე 25 აგვისტოდან 17-წლამდელთა ევროპის პირველობაში ჩაებმება, ზუგდიდელი ბაჩანა ქუხილავა კი 16 სექტემბრიდან სლოვაკეთში მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებს.
კვარცხლბეკი
56 კგ. 1. რამინ შამილიშვილი (აჭარა, 220=97+123). 2. ზვიად ფუტკარაძე (აჭარა, 198=87+111), 3. გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი, 179=77+102).
62 კგ. 1. ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე, 250=115+135), 2. ლერი ბენდელიანი (ქუთაისი, 208=91+117), 3. ზაზა ფუტკარაძე (აჭარა, 207=92+115).
69 კგ. 1. გიორგი ლომთაძე (ქუთაისი, 228=133+155), 2. შოთა მიშველიძე (ქუთაისი, 280=130+150), 3. ვაჟა ქავთარაძე (აჭარა, 251=113+138).
77 კგ. 1. ლაშა კოპალიანი (ქუთაისი, 298=134+164), 2. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა, 295=133+162), 3. ბაჩანა ქუხილავა (ზუგდიდი, 285=130+155).
85 კგ. 1. დავით ხარატაშვილი (აფხაზეთი, 320=145+175), 2. ზურიკო თავაძე (ქუთაისი, 310=140+170), 3. ზაურ დევაძე (თბილისი, 306=135+171).
94 კგ. 1. ნიკა ნანაძე (თბილისი, 326=146+180), 2. ვილიამინ ალექსიძე (აჭარა, 322=142+180), 3. ზაალ კვიციანი (ზუგდიდი, 320=135+185).
105 კგ. 1. გია მაჭავარიანი (აჭარა, 417=192+225), 2. დავით გოგია (ზუგდიდი, 390=175+215), 3. ალუდა მანაგაძე (ქუთაისი, 360= 170+190).
+105 კგ. 1. ირაკლი თურმანიძე (აჭარა, 427=197+230), 2. ლაშა ტალახაძე (საჩხერე, 387=187+200), 3. გიორგი თურმანიძე (თბილისი, 334=154+180).
გუნდური. 1. აჭარა (112 ქულა), 2. ქუთაისი (101), 3. თბილისი (90).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"