ძალოსნებმა ანთალიაში სამი ლიცენზია მოიპოვეს

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ ანთალიაში დასრულებულ ძალოსნთა 78-ე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო შვიდი სპორტსმენით წარდგა. ამ ეტაპზე ჩვენი ათლეტები საპრიზო ადგილებისთვის ვერ იბრძოლებდნენ და მათი უმთავრესი მიზანი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების მოპოვება იყო. დებულების თანახმად, გუნდურ ჩათვლაში 24 ქვეყანას შორის მოხვედრა ამ ეტაპისთვის სამ ოლიმპიურ ლიცენზიას იძლეოდა, რაც ჩვენმა ათლეტებმა პირნათლად შეასრულეს. საუკეთესო შედეგი გია მაჭავარიანმა (105 კგ) აჩვენა, რომელიც ორჭიდში 390 კილოგრამით საბოლოოდ მე-8 ადგილზე გავიდა, ამავე წონაში თეიმურაზ გოგიას 21-ე ადგილი ერგო. რაულ ცირეკიძე (85 კგ) 341 კილოგრამით მე-17
იყო; ვაჟა ღონღაძე და თემურ ჩხაიძე (94 კგ), შესაბამისად, 21-ე და 35-ე ადგილებზე გავიდნენ. მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძემ მე-12 ადგილი დაიკავა, ხოლო ლაშა ტალახაძე შეჯიბრებას გამოეთიშა.
ჩვენმა გუნდმა 57 სალიცენზიო ქულა დააგროვა და 21-ე ადგილი დაიკავა, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ამ ეტაპისთვის პარლამენტის ლონდონის ოლიმპიადის სამი ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძის თქმით, ანთალიაში ახალგაზრდულმა გუნდმა იასპარეზა და ამის კვალად მოპოვებული 57 ქულა დადებით შედეგად უნდა ჩაითვალოს, თუმცა თვითკმაყოფილების გრძნობა არ უნდა დაგვეუფლოს. გაისად საფრანგეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ვეცადოთ, რომ ეს ქულები და, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მოპოვებული ლონდონის სამი საგზური შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ანთალიაში ნაჩვენები შედეგები შემთხვევითი არ ყოფილა.


სეოკ-ის პრესსამსახური



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული