მინიუან ვანი - წინასწარ ცნობილი ჩემპიონი

AutoSharing Option
ოლიმპიადის ძალოსნობის ტურნირი ქალებმა გახსნეს - გაირკვა უძლიერესი 48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

აქ თითქმის წინასწარ იყო ცნობილი ჩემპიონის ვინაობა - 2002 წელს, მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ჩინელ მინიუან ვანს არცერთი სტარტი არ წაუგია.

ამ დროის განმავლობაში მან ოთხჯერ მოიგო პლანეტის პირველობა, მაგრამ ოლიმპიური ოქრო მის კოლექციაში არ არსებობდა. საქმე ისაა, რომ 26 წლის ჩინელს სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწია 2004 და 2008 წლების თამაშების გამოტოვება.

და ახლა ოლიმპიური დებიუტი შედგა და ვანმა ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე აიღო დაგეგმილი ოქრო. ჩინელმა
ორივე სახეობაში (აკვრასა და ატაცში) ყველაზე მეტი ასწია და უახლოეს მდევარს, იაპონელ ჰირომი მიიაკეს 8 კილოგრამი მოუგო.

სხვათა შორის, მიიაკე მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადის მესამე პრიზიორის - იოშიუკი მიიაკეს ქალიშვილია.

ლონდონში მეორე ადგილი მისთვის აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ათენში მეცხრეზე გავიდა, პეკინში - მეექვსეზე.

რაც შეეხება ვანს, მისი დამაჯერებელი გამოსვლა იმის მანიშნებელია, რომ ჩინელები ამჯერადაც აპირებენ სპორტის ამ სახეობაში დომინირებას - ოთხი წლის წინ მათ 15 შესაძლებლიდან რვა ოქრო მოიგეს.

ქალები
48 კგ
1. მინიუან ვანი (ჩინ) 205 (91+114)
2. ჰირომი მიიაკე (იაპ) 197 (87+110)
3. ჩუნ-ვა რიანი (ჩრ. კორ) 192 (80+112)
4. ს. პრამონგხოლი (ტაილ) 191 (82+109)
5. ნურდან ქარაგიოზი (თურ) 187 (83+104)
6. ჰონამი მიზუოჩი (იაპ) 176 (80+96)

53 კგ
1. ზულფია ჩინშანლო (ყაზ) 226 (95+131)
2. შუ-ჩინ ჰსუ (ტაივ) 219 (96+123)
3. კრისტინა იოვუ (მოლ) 219 (99+120)
4. სიტრა ფებრიანტი (ინდონეზ) 206 (91+115)
5. იულია პარატოვა (უკრ) 199 (91+108)
6. რუსმერის ვილარი ბარბოსა (კოლ) 196 (87+109)

კაცები
56 კგ
1. იუნ-ჩოლ ომი (ჩრ. კორ) 293 (125+168)
2. ინბიაო ვუ (ჩინ) 289 (133+156)
3. ვალენტინ ხრისტოვი (აზე) 286 (127+159)
4. კუოკ ტოან ტრანი (ვიეტ) 284 (125+159)
5. იადი სეტიადი (ინდონეზ) 277 (127+150)
6. ხოსე ლინო გონგორა (მექ) 269 (112+157)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული