ქუთაისელმა ათლეტმა საკვალიფიკაციო შეჯიბრის B ჯგუფში, ჯამში 362 ქულით, მეორე შედეგი აჩვენა ბელარუს მიკალაი ნოვიკაუს შემდეგ, რომელმაც ქართველ ძალოსანს სულ ერთი ქულით აჯობა.
ატაცში ცირეკიძემ 162 კგ დაძლია (იხილეთ ვიდეო). ამ წონის შტანგა მან პირველსავე ცდაზე დაიმორჩილა, შემდეგ კი 5 კგ-ით დაამძიმა, თუმცა მეორე და მესამე ცდა წარუმატებელი გამოუვიდა. ბელარუსმა მეტოქემ ატაცში 5 კგ-ით უკეთესი შედეგი აჩვენა.
აკვრა ქართველმა ათლეტმა 195 კგ-ით დაიწყო და
საბოლოოდ ცირეკიძე სიმძიმეს ვერ გაუმკლავდა და B ჯგუფში ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა.
A ჯგუფის 10 მონაწილე ფიცარნაგზე მოგვიანებით წარსდგა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ათლეტმა ნაჩვენები შედეგით (162+200) მედლებისთვის ბრძოლა ვერ შეძლო და საბოლოოდ ოლიმპიადაზე მე-9 ადგილი დაიკავა.
ლონდონის ოლიმპიადაზე ძალოსან ვაჟთა შორის 85 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი პოლონელმა ადრიან ზიელინსკიმ (385) მოიპოვა, ვერცხლს რუსი აპტი აუხადოვი (385) დაეუფლა, ბრინჯაო კი ირანელ კიანუშ როსტამს (380) ხვდა.