გია მაჭავარიანის დაკარგული შანსი

AutoSharing Option
ბედის ირონია: გია მაჭავარიანმა წლეულს 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში 417 კილოგრამით მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, ლონდონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე კი უკრაინელმა ოლექსეი ტოროხტიმ ოქროს მედალი 412 კილოგრამით დაიმსახურა.

მას შემდეგ, რაც 105 კილოში გაურკვეველი მიზეზებით ძალოსანთა პაექრობას აშკარა ფავორიტები - ჰაჯიმურატ აკაევი და დმიტრი კლოკოვი ჩამოშორდნენ, საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი ერთბაშად რამდენიმე სპორტსმენს გაუჩნდა.

უპირველესი გახლდათ პოლონელი მარჩინ დოლეგა, მაგრამ მან საწყისი წონა - 190 კილოგრამი ვერ დაძლია ატაცში და შეჯიბრებას გამოეთიშა. ასევე, ნაადრევად გადაინაცვლა მაყურებლებში კორეელმა კიმმა.

ფაქტობრივად, ოთხი კანდიდატი დარჩა
- შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი გია მაჭავარიანი; 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ოლექსეი ტოროხტი (უკრაინა), რომელმაც ჩვენებურს მაშინ ორჭიდში ერთი კილოგრამით აჯობა; პოლონელი ბართლომეი ბონკი (მაჭავარიანმა შარშან ევროპის ჩემპიონატზე აჯობა) და ირანელი ნავაბ ნასირშელალი, თუმცა მას სერიოზულ მეტოქედ არავინ აღიქვამდა.

სამწუხაროდ, 6 აგვისტოს გამართული პაექრობები ჩვენთვის სავალალოდ წარიმართა. გია მაჭავარიანმა ატაცში საწყისი წონა 185 კილოგრამი მხოლოდ მესამე ცდაზე დაძლია (არადა, ეროვნულ ჩემპიონატში 192-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა). ჩვენებურს მხოლოდ ბონკი უსწრებდა 190 კილოთი. კიდევ ორ სპორტსმენს ჰქონდა აწეული 185 კილო. ყოველივეს მიუხედავად, მედლის მოპოვების შანსი ისევ რეალური ჩანდა, მაგრამ მაჭავარიანმა საწყისი წონა ვერ დაძლია (ჯერ 220, მერე - 225) და შეუფასებელი დარჩა.

ჩემპიონობა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 412 კილოგრამით (ატაცი - 185, აკვრა - 227) ოლექსეი ტოროხტიმ მოიპოვა. მას ერთი კილოგრამით ჩამორჩა (184+227) ნავაბ ნასირშელალი, რომელსაც ვერცხლი ერგო.

410 კილოგრამით (190+220) მესამე ადგილი ბართლომეი ბონკმა დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ძალოსანი უნდა შესულიყო სამეულში? კარგით რა დაგვცინიხართ თუ ბრმები გგონივართ? ისე იმ რუსების გარდა ერთი 8 კაციც რომ მოხსნილიყვნენ შეჯიბრებიდან მაშინ შანსი სამეულის ნაღდად იქნებოდა))))
0
8 კაცი მოხსნილიყო კიდევ და მაგ ძალოსანს რაგაც მაინც აეწია ლიჟბი აეწია რა გჭირთ ტო აწიე რა რამე.... თუ არად ჭამე ლობიო და დაეტიე შენს ადგილას...
ვალერიჯუს
00:10 07-08-2012
0

სიახლეები პოპულარული