ტირანას ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს

AutoSharing Option
ალბანეთის დედაქალაქში დაიწყო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი. შეჯიბრებაში მედლებისთვის ხუთი ქართველი ათლეტიც იბრძოლებს.

ესენი არიან: ევროპის შარშანდელი ჩემპიონი რაულ ცირეკიძე (ქუთაისი, 85 კგ), ვაჟა ღონღაძე (ქუთაისი, 94), 23-წლამდელებში ევროპის მეორე პრიზიორი დავით გოგია (ზუგდიდი, 105), ალბერტ კუზილოვი (თბილისი, 105), რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა ფიცარნაგს და შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ირაკლი თურმანიძე (აჭარა, მძიმე წონა).

ქართველები პაექრობაში 12 აპრილიდან ჩაებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული