ლაშა ტალახაძე ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონია

AutoSharing Option
პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა - ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

+105 კგ წონაში მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ 190 კგ. აკრა და 221 კგ. აიტაცა, ჯამში 411 კგ. მოაგროვა და პირველობა არავის დაანება.

მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - სომხეთის წარმომადგენელი - გორ მინასიანი გახდა 403 ქულით, ბრინჯაოს მედალი კი 385 კგ-თი რუსმა კარენ მარტიროსიანმა მოიპოვა.

ლაშა ტალახაძისთვის ოქროს მედალი პირველი წარმატებაა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 2011 წელს ძალოსანი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის
გამარჯვებული გახდა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ლაშას წარმატებას ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენგვარი ქართველები.
0
საღოლ ლაშა, გილოცავ და ასე გააგრძელე!!!! მაგარი შედეგია, მაგრამ მიღწეულს არ დასჯერდე.
dato
23:52 11-05-2013
0

სიახლეები პოპულარული