ლევან ყიფიანმა ახალგაზრდა ძალოსნებს უმასპინძლა

AutoSharing Option
30 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ძალოსნები მიიღო.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ოლიმპიური ჩემპიონები და ძალოსანთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილი, სპორტსმენები და ნაკრების მწვრთნელები დაესწრნენ.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულებულ ევროპის 20 და 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძალოსნობაში, წარმატებას მიაღწიეს ქართველმა ძალოსნებმა. საერთო ჩათვლაში ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და გუნდური მე-3 ადგილის მოპოვება შეძლეს.

ევროპის ჩემპიონის ტიტული მძიმეწონოსან სპორტსმენთა შორის 19 წლის ლაშა ტალახაძემ მოიპოვა, რომელმაც ჯამში 415 კილოგრამი
დაიმორჩილა და 20-წლამდელთა შეჯიბრებაში ოქროს მედალი აიღო.

ტალახაძემ, ამავდროულად, ატაცსა და აკვრაში ცალ-ცალკე მცირე ოქროს მედლების მოპოვებაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ 2013 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზეც იმარჯვა.

ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების ანგარიშზე საერთო ჩათვლაში კიდევ 2 ვერცხლის მედალია, რომელსაც გიორგი ლომთაძე და შოთა მიშველიძე დაეუფლნენ. ლომთაძემ 77 კგ წონით კატეგორიაში 328 კგ მოაგროვა, მიშველიძემ კი 69 კგ წონით კაგტეგორიაში 308 კგ.

აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენმა მცირე ოქროს მედლის მოპოვებაც შეძლო. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრების წევრებმა 7 სპორტსმენის შემადგენლობით 9 მედლის მოპოვება შეძლეს.

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები თბილისში გამთენიისას დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

ახალგაზრდა ძალოსნებს მათ მწვრთნელებთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად 30 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი შეხვდება.

საქართველოს 20 და 23-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

ლაშა ტალახაძე, ვილიამინ ალექსიძე, შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი, ირაკლი გაბრიჭიძე, ზურაბ თავაძე, გიორგი ლომთაძე.

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან ყიფიანო შე ნარკომანო და ლოთო რა გინდა სამინისტროში.***.ასანიზე ნახეთ.)) ვაის ტკვენს პატრონს.
genadi
10:28 01-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული