თბილისში 2015 წელს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ დავით ბეჟუაშვილისა და გენერალური მდივნის - რამაზ გურგენიძის სახელზე ევროპის ძალოსნობის ფედერაციიდან მილოცვის წერილი მიიღეს, რომელსაც ხელს აწერს EWF-ს გენერალური მდივანი ჰასან აკუსი (თურქეთი). იგი იტყობინება, რომ ძალოსანთა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება.

- ეს დიდი საქმე ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის - დავით ბეჟუაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით გაკეთდა. იგი რამდენჯერმე შეხვდა ევროპელ კოლეგებს, შარშან ოფიციალური წერილითაც მიმართა.

კონტინენტის ძალოსნობის ფედერაციის მესვეურებმა გაითვალისწინეს რა ქართველ ათლეტთა დამსახურება სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, ტალინში აღმასკომის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ევროპის
2015 წლის ჩემპიონატი თბილისში გაიმართოს.

ამ შეჯიბრების გამართვით ჩვენს ქვეყანაში ძალოსნობა უფრო პოპულარული გახდება, თანაც იმდენ ინვენტარს შევიძენთ, რომ უახლოეს, სულ მცირე, 15 წლის განმავლობაში მასზე ფიქრი არ დაგვჭირდება",
- გვითხრა რამაზ გურგენიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული