ძალოსნობა: ჩემპიონის სიკვდილი

AutoSharing Option
ძალოსნობაში 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ბულგარელი მილენ დობრევი ქალაქ პლოვდივში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, 35 წლის სპორტსმენის სხეული მისმა მშობლებმა აღმოაჩინეს.

ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ არის, თუმცა ჯერჯერობით არ დაუდგენიათ დობრევის დაღუპვის მიზეზი.

მილენ დობრევმა 2004 წელს, ათენის თამაშებზე 94 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიგო ოქრო. მან 2003 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაიმარჯვა. 2008 წელს ტრავმების გამო სპორტსმენმა კარიერა დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული