თბილისი. ევროპის ჩემპიონატი: ოქრო მსუბუქმა გადაწონა

AutoSharing Option
14 აპრილს სპორტის სასახლის ფიცარნაგზე 77 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძალოსანი ვაჟები ცდიდნენ ძალებს. ქართველთაგან ორმა ათლეტმა იასპარეზა. B ჯგუფში ახალგაზრდა ირაკლი გაბრიჩიძემ მე-2 ცდაზე 140 კგ აიტაცა, 165 კილოგრამი აკრა და ორჭიდში 305 კილოგრამით B ჯგუფში მეექვსე ადგილი დაიკავა.

გიორგი ლომთაძე A ჯგუფში გამოდიოდა და სერიოზული კონკურენტებიც ჰყავდა. ჩვენებურმა ექვსიდან მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა: აიტაცა 148 კილოგრამი, აკვრაში საწყისი წონა (177 კგ) ვერ დასძლია და შეუფასებელი დარჩა.

მედლებისთვის პაექრობაში, ფაქტობრივად, სამი სპორტსმენი უწევდა ერთმანეთს კონკურენციას.

სომეხმა ტიგრან მარტიროსიანმა 160 კილო
აიტაცა, 191 კილო აკრა და ორჭიდში 351 კილო მოაგროვა.

ამდენივეს მოუყარა თავი რუსმა ვიქტორ გეცმა, რომელსაც აკვრაში 197 კილო არ ჩაუთვალეს წესების დარღვევის გამო. მარტიროსიანს ბოლო ცდა არ გამოუყენებია, რადგან მეტოქეზე 440 გრამით მსუბუქი იყო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად 351 კილოც ეყო. კილოგრამით ნაკლები მოაგროვა სომეხმა ანდრანიკ კარაპეტიანმა, რომელსაც მე-3 ადგილი ერგო.

კვარცხლბეკი
1. ტიგრან მარტიროსიანი (სომხეთი) 351 (160+191),
2. ვიქტორ გეცი (რუსეთი) 351 (160+191),
3. ანდრანიკ კარაპეტიანი (სომხეთი) 350 (164+186).

დღეს ფიცარნაგზე 63 კილოგრამ წონითი კატეგორიის ქალები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ქართველთაგან B ჯგუფში თათია ლორთქიფანიძე იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული