ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან - ტურნირს Eurosport-ი 40 საათის განმავლობაში გადასცემს

AutoSharing Option
2019 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 6-13 აპრილს ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ 2017 წელს ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, ევროპის ფედერაციის კონგრესზე მოიპოვა.

ბათუმის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ, 31 იანვარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესთან, მიხეილ გიორგაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ სირბილაშვილი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და სპორტსმენები - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ევროპის ჩემპიონი,
ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ირაკლი თურმანიძე ესწრებოდნენ.

წინასწარი მონაცემებით, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ბათუმს 400-მდე სპორტსმენი, ჯამში კი 50 სპორტული დელეგაციის 800-მდე სტუმარი ეწვევა. თებერვლის დასაწყისში ბათუმში დაგეგმილია ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივნის, ხასან აკუშის და ევროსპორტის ტექნიკური დირექტორის, დევიდ გოლდსტრომის მორიგი ვიზიტი, სადაც უცხოელი სტუმრები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს შეაჯამებენ.

2019 წლის ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტელეტრანსლაცია სპორტულ ტელეარხ "ევროსპორტზე" გადაიცემა და ჯამში, ბათუმში გასამართ პირველობას 60-მილიონიანი აუდიტორია ეყოლება, 40-საათიანი პირდაპირი ეთერის რეჟიმში. ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ბათუმის ახალ, მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელიც მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის აშენდა.

ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში საქართველო მეორედ უმასპინძლებს. 2015 წელს ევროპის ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

altოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარა

altწლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს, საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები


მომზადებულია Mes.gov.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული