მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველო ათი ათლეტით წარდგება

AutoSharing Option
ფოტოზე: ირაკლი თურმანიძე
ამერიკულ ჰიუსტონში დღეს დაიწყება და 28 ნოემბერს დამთავრდება ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველო 10 სპორტსმენით წარდგება.

ისინი, წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, სხვადასხვა ჯგუფში არიან განაწილებულნი. ჩვენებურთაგან ხვალ, 21 ნოემბერს, ფიცარნაგზე გამოვა რამინ შამილიშვილი (62 კგ). იგი C ჯგუფში აიღებს სტარტს.

შეჯიბრებაზე დანარჩენ ქართველთა გამოსვლის განრიგი ასეთია:

22 ნოემბერი. შოთა მიშველიძე (69 კგ, C ჯგუფი)
23 ნოემბერი. გიორგი ლომთაძე (77 კგ, C ჯგუფი)
24 ნოემბერი. თეა ლორთქიფანიძე (63 კგ, C ჯგუფი)
26 ნოემბერი. რაულ ცირეკიძე (94 კგ, B
ჯგუფი), გიორგი ჩხეიძე (105 კგ, C ჯგუფი), გია მაჭავარიანი (105 კგ, C ჯგუფი)
28 ნოემბერი. ირაკლი თურმანიძე (+105 კგ, B ჯგუფი), ანასტასია ჰოტფრიდი (+75 კგ, B ჯგუფი), ლაშა ტალახაძე (+105 კგ, A ჯგუფი).

შეგახსენებთ, რომ რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ლიცენზიებს ძალოსნობაში იღებს ქვეყანა და არა რომელიმე სპორტსმენი. ათლეტებს მხოლოდ სალიცენზიო ქულების დამსახურება შეუძლიათ. საამისოდ პირველ 25 საუკეთესოში უნდა მოხვდნენ.

ჩემპიონატზე გამარჯვებული საკუთარ გუნდს 28 ქულას შესძენს, 25-ეადგილოსანი კი 2 ქულას დაიმსახურებს. ქართველი ძალოსნები 2016 წლის ოლიმპიადის სამი საგზურისთვის იბრძოლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თურმანიძე ბ ჯგუფში კაცი ევროპის ჩემპიონია და რატო არაა ა ჯგუფში?
sabonis
13:27 20-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული