ამერიკულ ჰიუსტონში დღეს დაიწყება და 28 ნოემბერს დამთავრდება ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველო 10 სპორტსმენით წარდგება.
ისინი, წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, სხვადასხვა ჯგუფში არიან განაწილებულნი. ჩვენებურთაგან ხვალ, 21 ნოემბერს, ფიცარნაგზე გამოვა რამინ შამილიშვილი (62 კგ). იგი C ჯგუფში აიღებს სტარტს.
შეჯიბრებაზე დანარჩენ ქართველთა გამოსვლის განრიგი ასეთია:
22 ნოემბერი. შოთა მიშველიძე (69 კგ, C ჯგუფი)
23 ნოემბერი. გიორგი ლომთაძე (77 კგ, C ჯგუფი)
24 ნოემბერი. თეა ლორთქიფანიძე (63 კგ, C ჯგუფი)
26 ნოემბერი. რაულ ცირეკიძე (94 კგ, B
28 ნოემბერი. ირაკლი თურმანიძე (+105 კგ, B ჯგუფი), ანასტასია ჰოტფრიდი (+75 კგ, B ჯგუფი), ლაშა ტალახაძე (+105 კგ, A ჯგუფი).
შეგახსენებთ, რომ რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ლიცენზიებს ძალოსნობაში იღებს ქვეყანა და არა რომელიმე სპორტსმენი. ათლეტებს მხოლოდ სალიცენზიო ქულების დამსახურება შეუძლიათ. საამისოდ პირველ 25 საუკეთესოში უნდა მოხვდნენ.
ჩემპიონატზე გამარჯვებული საკუთარ გუნდს 28 ქულას შესძენს, 25-ეადგილოსანი კი 2 ქულას დაიმსახურებს. ქართველი ძალოსნები 2016 წლის ოლიმპიადის სამი საგზურისთვის იბრძოლებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"