ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ირაკლი გაბრიჭიძე ათეულში ვერ მოხვდა

AutoSharing Option
13 აპრილს, ნორვეგიაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას იცავდა B ჯგუფში მოასპარეზე ირაკლი გაბრიჭიძე.

ექვსიდან მისი ოთხი ცდა შედეგიანი გამოდგა: ჩვენებურმა 149 კილო აიტაცა და 175 კილო აკრა, ორჭიდში 324 კილოგრამს მოუყარა თავი, რაც მხოლოდ მე-11 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

367 კილოგრამით ჩემპიონობა 21 წლის სომეხმა ანდრანიკ კარაპეტიანმა მოიპოვა. გამარჯვებულს 15 კილოგრამით ჩამორჩა მისი თანამემამულე ტიგრან მარტიროსიანი, რომელსაც ვერცხლი ერგო. ბრინჯაო  B-ჯგუფელ დიმიტრუ კაპტარის (რუმინეთი) ერგო.

დღეს, 14 აპრილს, შეჯიბრებაში 85 კილოგრამი
წონითი კატეგორიის ძალოსნები ჩაებმებიან. ქართველთაგან ახალგაზრდებში მსოფლიოს და ევროპის პირველობების პრიზიორი რევაზ დავითაძე იასპარეზებს.

კვარცხლბეკი
1. ანდრანიკ კარაპეტიანი (სომხეთი) - 367 (170+197), 2. ტიგრან კარაპეტიანი (სომხეთი) - 352 (160+192), 3. დიმიტრუ კაპტარი (რუმინეთი) - 348 (156+192)... 11. ირაკლი გაბრიჭიძე (საქართველო) - 324 (149+175).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტიგრანი კარაპეტიანი როდის გახდა?
zurab
12:40 14-04-2016
0

სიახლეები პოპულარული