ექვსიდან მისი ოთხი ცდა შედეგიანი გამოდგა: ჩვენებურმა 149 კილო აიტაცა და 175 კილო აკრა, ორჭიდში 324 კილოგრამს მოუყარა თავი, რაც მხოლოდ მე-11 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.
367 კილოგრამით ჩემპიონობა 21 წლის სომეხმა ანდრანიკ კარაპეტიანმა მოიპოვა. გამარჯვებულს 15 კილოგრამით ჩამორჩა მისი თანამემამულე ტიგრან მარტიროსიანი, რომელსაც ვერცხლი ერგო. ბრინჯაო B-ჯგუფელ დიმიტრუ კაპტარის (რუმინეთი) ერგო.
დღეს, 14 აპრილს, შეჯიბრებაში 85 კილოგრამი
კვარცხლბეკი
1. ანდრანიკ კარაპეტიანი (სომხეთი) - 367 (170+197), 2. ტიგრან კარაპეტიანი (სომხეთი) - 352 (160+192), 3. დიმიტრუ კაპტარი (რუმინეთი) - 348 (156+192)... 11. ირაკლი გაბრიჭიძე (საქართველო) - 324 (149+175).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"