ემუქრება თუ არა საფრთხე მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა ტალახაძის ოქროს მედალს

AutoSharing Option
საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, სპორტსმენის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის დოზირება განისაზღვრა, სხვებთან ერთად დისკვალიფიკაციისგან ქართველი მოჭიდავეებიც იხსნა, რაც სასიხარულოა.

დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვსივე ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა

თუმცა, საზოგადოებაში გააჩინა კითხვა, ხომ არ ემუქრება საფრთხე ძალოსნობაში მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა ტალახაძის ოქროს მედალს.

შეგახსენებთ, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც რუსი ალექსეი ლოვჩევი დოპინგზე ჩავარდა, თუმცა ის ჰორმონალურ მანიპულაციაზე ჩავარდა და ქართველი მოჭიდავეებისგან განსხვავებით, რეაბილიტაცია არანაირად არ ეხება. შესაბამისად, საფრთხე არც ტალახაძის ოქროს მედალს
ემუქრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული