ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ჩხეიძემ მე-9 ადგილი დაიკავა, მანაგაძემ - მე-11

AutoSharing Option
ნორვეგიაში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 16 აპრილს, მედლების მფლობელები 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ამ წონაში ორი ქართველი ასპარეზობდა. გიორგი ჩხეიძემ, რომელმაც ორჭიდის ჯამში დააგროვა 381 (170-211) კილოგრამი, მეცხრე ადგილი დაიკავა.

ამ წონაში ძალები მოსინჯა ალუდა მანაგაძემაც, რომელმაც გუშინ B-ე ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო, ხოლო საერთო ჩათლაში მანაგაძემ  377(175-202) კილოგრამი მოაგროვა და საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა.

მოგვიანებით ასპარეზობაში ჩაერთვებიან +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული