ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს პირველი მედალი
AutoSharing Option
ნორვეგიის ქალაქ ფორდეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. საქართველოს ვერცხლის მედალი ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდმა (+75) მოუტანა.
გოტფრიდმა ჯამში 249 (113+136) კილოგრამი დააფიქსირა და მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა ჩემპიონს, სომეხ ჰრიპსიმე ხურშუდიანს - 250 (113+137).
დღესვე, მოგვიანებით +105 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ.