ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ლაშა ტალახაძე კონტინენტის ჩემპიონია! [PHOTO]

AutoSharing Option
ნორვეგიულ ფორდეში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონტინენტის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი -ანასტასია გოტფრიდი (+75).

მსოფლიოს ჩემპიონმა ტალახაძემ ფორდეში 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 463 კგ (ატაცში 212 კგ, აკვრაში 251 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ლაშამ ატაცში ევროპული რეკორდი დაამყარა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

გოტფრიდი, რომელმაც 249 (113+136) კგ დაძლია, მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა ჩემპიონს.

დღესვე გამოსვლა +105 კგ-ში მეშვიდე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ 410 კგ (190+220).
მკითხველის კომენტარები / 12 /
თანამედროვეობის კიდე ერთი ქართველი დევ-გმირი! ვულოცავ ლაშას და საქარტველოს!
irakli Apkhaidze
21:05 16-04-2016
0
ღმერთმა გვიმრავლოს ყველა სფეროში ასეთი ტალანტები და გამარჯვებები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული