ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ლაშა ტალახაძე კონტინენტის ჩემპიონია! [PHOTO]

AutoSharing Option
ნორვეგიულ ფორდეში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონტინენტის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი -ანასტასია გოტფრიდი (+75).

მსოფლიოს ჩემპიონმა ტალახაძემ ფორდეში 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 463 კგ (ატაცში 212 კგ, აკვრაში 251 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ლაშამ ატაცში ევროპული რეკორდი დაამყარა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

გოტფრიდი, რომელმაც 249 (113+136) კგ დაძლია, მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა ჩემპიონს.

დღესვე გამოსვლა +105 კგ-ში მეშვიდე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ 410 კგ (190+220).
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბოლო ორი წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენია..მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი..ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში...უმეტესობამ კი საქართველოში მისი ვინაობაც არ იცის, რადგანაც სხვა სპორტი უფრო პიარდებ...საწყენია.... მივხედოთ ამ ადამიანს კახიაშვილის შემთხვევა არ გამეორდეს...
ბრავო ლაშა.....
levan
07:48 18-04-2016
0
ვისაც გაქვთ სილქნეტი, ევროსპორტზე უყურეთ ამ დიდებულ სანახაობას, 19.00 ზე იყო წუხელ, ეს რა ბიჭი გვყოლია. ბრავო ლაშა, ბრავო ასანიძე. ვულოცავ საქართველოს, საჩხერეს, ყველას, მაგარი იყო! უყურეეეეეეეეთ!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული