დღის კარიკატურა: ოქროს ბიჭი ლაშა

AutoSharing Option
"საჯილდაო ქვები" ძველად საქართველოს ყველა კუთხეში იყო. მათ აწევაში ერთმანეთს ქვეყნის ყველაზე ღონიერი ვაჟკაცები ეჯიბრებოდნენ.

გავიდა დრო და ძალოსნობა სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობით გამართულ პირველივე ოლიმპიადაზე ოქრო სწორედ ძალოსნობაში მოვიგეთ. ეს რაფაელ ჩიმიშკიანმა გააკეთა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასევე პირველ ოლიმპიადაზე, 1992 წელს, ასევე ძალოსანმა, კახი კახიაშვილმა მოგვიტანა ოქროს მედალი. გავიდა 12 წელი და გიორგი ასანიძემ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი ათენის ოლიმპიურ თამაშებზე.

დღეს ახალი თაობის სპორტსმენები გამოჩნდნენ. მათგან ერთს, ლაშა ტალახაძეს ყულაბაში მსოფლიოსა
და ევროპის ოქროს მედლები აქვს. ევროპის ჩემპიონატი მან ამ უქმეებზე ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში მოიგო.

- დღის თემა: ლაშა ტალახაძემ ევროპა ასწია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული