ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ აკვრასა (264 კგ) და ორჭიდში (475=211+264) ნაჩვენებმა ფენომენალურმა სარეკორდო შედეგებმა (ლაშა ტალახაძემ მეორე ადგილი დაიკავა) მაშინვე დააეჭვა სპეციალისტები - მსოფლიოს ჩემპიონს დოპინგი ხომ არ ჰქონდაო მიღებული.
შეჯიბრების დასრულებიდან თვეც არ იყო გასული, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის იმ 16 მონაწილის გვარები დაასახელა, რომელთა სინჯებმა დადებითი პასუხი
მძიმე წონაში ოქროსმედალოსანს სისხლში ბოლო თაობის დოპინგი იპამორელინი აღმოუჩინეს, რის გამოც საერთაშორისო ფედერაციამ ათლეტი დროებით ჩამოაშორა შეჯიბრებებს.
რუსეთის ძალოსნობის ფედერაციამ შემოწმების შედეგები გააპროტესტა და განმეორებითი ტესტირება მოითხოვა. B სინჯმა, რომელიც მონრეალის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში გაიხსნა, დადებითი პასუხი გასცა ლოვჩევის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების არსებობის შესახებ.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დოპინგის გამოყენებისთვის ალექსეი ლოვჩევი შეჯიბრებებს ოთხი წლით ჩამოაშორა (ამდენად, იგი რიოს ოლიმპიადაზე ვერ გამოვა), ხოლო ალექსეი კოსოვს, ოლგა ზუბოვასა და ოლგა აფანასიევას სხვადასხვა ვადით დისკვალიფიკაცია მიესაჯათ.
"საერთაშორისო ფედერაციისგან გუშინ საღამოს მივიღე საბუთი ჩემი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ", - განუცხადა ჟურნალისტებს ლოვჩევმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"