1-ელ ივლისს ტურნირზე მედლები ვაჟთა შორის 105 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდა. ჩხეიძემ მცირე ოქროს მედლის მოპოვება ატაცში 172 კგ წონის დაძლევით შეძლო. აკვრაში ჩხეიძემ 207 კგ-ანი შტანგა დაიმორჩილა, ჩამორჩა ირანელ და რუს მეტოქეებს და მცირე ბრინჯაოს დასჯერდა. მიუხედავად ამისა, ორჭიდის ჯამში 379 კილოგრამით ქართველი ძალოსანი გაჩემპიონდა.
ეს ქართველი ძალოსნების პირველი მედალია მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ამავე წონით კატეგორიაში მე-5 ადგილს დასჯერდა დათო ხეცურიანი 370