105 კილოგრამ წონითი კატეგორიის ვაჟებში თავი გამოიჩინა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ჩხეიძემ. მას ფავორიტად მიიჩნევდნენ და იმედებიც გაამართლა: გიორგიმ მესამე ცდაზე 172 კილო აიტაცა და ოქროს მედალი დაიმსახურა, ირანელმა ალირეზა დეგჰანგანფაროკმამ კი კილოგრამით ნაკლები დასძლია და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
აკვრაში კონკურენტებმა პირველსავე ცდაზე 207-კილოიანი შტანგები დაიმორჩილეს, 213 კილო კი მათთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. მართალია, რუსმა ნიკიტა სოლოვეიმ აკვრაში 210 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა (107-107 კილოგრამით
შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ძალოსანთაგან ფიცარნაგზე გავიდა ანასტასია გოტფრიდი (+75), რომელმაც რამდენიმე თვის წინათ ნორვეგიაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი კონკურენტი იყო ტაილანდელი დუანგსკრონ ჩაიდე, რომელიც 111 კილოს იწონის და ჩვენებურზე 23 კილოგრამით მძიმეა.
ანასტასიამ ატაცში 116 კილოთი ოქრო დაიმსახურა, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედალი ხვდა.
კვარცხლბეკი
ვაჟები
105 კგ
1. გიორგი ჩხეიძე (საქართველო) 379 (172+207)
2. ალირეზა დეგჰანგანფაროკმა (ირანი) 378 (171+207)
3. ნიკიტა სოლოვეი (რუსეთი) 375 (165+2010)
5. დათო ხეცურიანი (საქართველო) 370 (167+203)
+105 კგ
1. სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) 412 (187+225)
2. აჰმედ მუჰამედ გაბერი (ეგვიპტე) 387 (166+221)
3. ტამაშ კაჟდოჩი (სერბეთი) 387 (171+216)
გოგონები
75 კგ
1. ირინა დეხა (უკრაინა) 254 (116+138)
2.ანცეცე მუხანცანი (მონღოლეთი) 253 (115+138)
3. ქსიაომეი ლიანი (ჩინეთი) 245 (109+136)
14. თეონა ჟიჟიაშვილი (საქართველო) 129 (61+68)
+75 კგ
1. დუანგსკრონ ჩაიდე (ტაილანდი) 265 (115+150)
2. ანასტასია გოტფრიდი (საქართველო) 256 (116+140)
3. მერსი ოპეიემი ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი) 236 (105+131)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"