დღეს თბილისში ახალგაზრდა მძლეოსანთა ევროპის პირველი ჩემპიონატი გაიხსნება

AutoSharing Option
"ახალ თბილისში" მდებარე სტადიონზე 14-17 ივლისს ახალგაზრდა მძლეოსანთა ევროპის პირველი ჩემპიონატი გაიმართება.

შეჯიბრების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი სიმბოლურად დღეს,  20:16 საათზეა დაგეგმილი.

მედლებისთვის 47 ქვეყნის 900-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს. მათ შორის 12 ქართველი ათლეტიც იქნება: ნინო წიქვაძე (უროს ტყორცნა), ლაშა-გიორგი გურგენიძე (უროს ტყორცნა), ბადრი ქიმაძე (ბირთვის კვრა/ბადროს ტყორცნა), დავით ოჩიგავა (უროს ტყორცნა), საბა სოსელია (ჭოკით ხტომა), რომან ბადრიძე (სიგრძეზე ხტომა), გიორგი კეთილაძე (ბირთვის კვრა), გიორგი დავითაშვილი (ბადროს ტყორცნა), დავით ლუკავა ( 400 მ/თარჯებით), საბა ხვიჩავა (2000 მ/წინაღობებით), ივანე ძოძუაშვილი (ამანთრბენი), თამთა
ღვინიაშვილი
(2000 მ/წინაღობებით).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული