კახი კახიაშვილი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

AutoSharing Option
კახი კახიაშვილი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადებით, ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება.

სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კახიაშვილი არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძალოსნებმა რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა, მესამე კი ირაკლი თურმანიძე იყო.

"ძალოსნობისთვის წარმატებული ოლიმპიადის მიუხედავად, მე გადავდექი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება.

როგორც არ უნდა
დასრულდეს შემდეგი არჩევნები, მე ყოველთვის ქართული ძალოსნობის გვერდში ვიქნები. სავარაუდოდ, მეც ვიყრი კენჭს და თუ ძალოსნობის საზოგადოება, ძალოსნობის ოჯახის წევრები მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას.

რა თქმა უნდა, შიდა შეჯიბრებები გვაქვს დასაგეგმი, ჩასატარებელია უამრავი შეკრება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პრესტიჟის დაცვაა აუცილებელი. ეს ყველაფერი დასახვეწია“.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესცენტრის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
კახი ჯიგარი ხარ. ეტყობა შედეგებზეც შენი პროფესიონალიზმი და გაწეული შრომა.
ვფიქრობ ეს კაცი უნდა აირჩიონ ისევ
georgian
14:53 18-08-2016
0
ბატონი კახი იმსახურებს ყველანაირად ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობას, გილოცავთ რიოს ოლიმპიადაზე მიღწეულ წარმატებებს, თქვენნაირი ქართველებით არის ამაყი ჩვენი ქვეყანა
შალვა
14:56 18-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული