აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო პირველობაზეც ერთ-ერთი ფავორიტი იყო.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მალაიზიაში 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. + 94 კგ-ში B ჯგუფში გამოვიდა თორნიკე ტაბატაძე, რომელმაც საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა.
მსოფლისო ჩემპიონი ირაკლი ჩხეიძე, ჭაბუკთა ნაკრების წევრებთან ერთად, თბილისში 26
ზურაბ ანთაური (ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ტაქტიკურად მოვიგეთ. სასიამოვნოა, როდესაც ყველაფერში პირველზე ხარ, მაგრამ როგორც საჭირო იყო, ისე წავიყვანეთ პროცესი. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდგა და ყველანაირად გვეხმარებოდა; პირადად ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს, კახი კახიაშვილს, რომელიც მაქსიმალურად ყურადღებით იყო. ჩვენი ძალოსნობისთვის, ჩვენი სპორტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა. ირაკლიმ 6 შესაძლებლობიდან ექვსივე გამოიყენა. ეს კლასია".
msy.gov.ge