ლაშა ტალახაძემ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ორი რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 დეკემბერს, ისრაელის ქალაქ ეილათში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალოსანთა შორის საქართველოს ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ჯამში 22 მედალი მოიპოვა!

ტურნირის ბოლო დღეს ქართველმა ძალოსნებმა 11 მედალი დაისაკუთრეს. რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა, მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ კი თავის მონაგარს კიდევ ერთ ტიტული - 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა, სამი ოქროს მედალი და ორი რეკორდი შემატა.

ლაშამ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა. პირველ მისვლაზე 193 კგ დაძლია, მეორეზე კი - 200 კგ, რითაც მოხსნა რუსლან ალბეგოვის მიერ დამყარებული რეკორდი
(195 კგ). მესამე მისვლაზე ტალახაძემ ახალი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 205 კილოგრამი დაძლია!

ქართველი ძალოსანი აკვრაში მარტო ორ მისვლაზე მივიდა. პირველად 222 კგ დაძლია, მეორედ - 235 კგ, ორჭიდში 440 კგ დააგროვა და 5 კგ-ით გააუმჯობესა ალბეგოვის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი ორჭიდში, რომელიც 435 კილოგრამს შეადგენდა.

დღესვე 23-წლამდელებში 105 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ხეცურიანი გახდა, ხოლო გიორგი ჩხეიძე - ბრინჯაოს პრიზიორი.

წინა დღეს კონტინენტის ჩემპიონობა ანასტასია გოტფრიდმა (+75) იზეიმა.

 

მკითხველის კომენტარები / 7 /
fexburtel-s dges rom sportsmenebi arian parlamenthi ras ambob xom saertod.
jemsi
11:19 12-12-2016
0
გილოცავთ ბიჭებო, სულ გამარჯვებებით გევლოთ სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც. მრავალჯერ გესახელებინოთ სამშობლო.
gizog
10:40 12-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული