თბილისი მოფარიკავეთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს

AutoSharing Option
დღეს, 12 ივნისს, დიღომში, ტანვარჯიშის სასახლეში, მოფარიკავეთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი დაიწყება და 18 ივნისამდე გასტანს.

დღეს საფარიკაო ბილიკებზე რაპირისტი ვაჟები და მოხმალავე ქალები გავლენ. რაპირაში მედლებისთვის 27 ქვეყნის 78 წარმომადგენელი იბრძოლებს (დილის პაექრობები 9 და 12, ნახევარფინალები და ფინალები კი 18 საათზე დაიწყება).

საქართველოს სპორტულ ღირსებას 23-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსპრიზიორი ლუკა ღაღანიძე, არჩილ უგულავა, ლაშა გალუაშვილი და სანდრო სიხარულიძე დაიცავენ. ხმლით დარია ანტონოვა, ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე და თეოდორა კახიანი იასპარეზებენ.

გუშინ თბილისში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი გაიმართა, რომელმაც
ამ ორგანიზაციის (პრეზიდენტია სტანისლავ პოზდნიაკოვი) 9-კაციანი აღმასკომი აირჩია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი დავით სახვაძე.

აღმასკომმა კი მას დიდი ნდობა გამოუცხადა – მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას ევროპის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.

ქართველი სპეციალისტი მსაჯთა კომისიას ჩაუდგება სათავეში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაზაძე არ მონაწილეობს?
irakli Apkhaidze
22:06 12-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული