მოფარიკავეებს წარმატება სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან მიულოცეს

AutoSharing Option
იორდანიაში გამართულ კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრმა - მიხეილ მარდალეიშვილმა ხმლით ფარიკაობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მარდალეიშვილის მედალი პირველი სერიოზული წარმატებაა დამოუკიდებელი ქართული ფარიკაობის ისტორიაში.

მსოფლიო პირველობიდან დაბრუნების შემდეგ, მოფარიკავებს წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავამ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი სამყურაშვილმა ფარიკაობის დარბაზში გამართულ ღია ვარჯიშზე მიულოცეს. მოპოვებული გამარჯვებით, მიხეილ მარდალეიშვილი სახელმწიფოსგან ჯილდოდ პრემიალურ თანხას მიიღებს.

მარდალეიშვილმა ჯგუფში ერაყელ, უკრაინელ, გერმანელ და არაბ მოფარიკავეებს სძლია,
მხოლოდ ამერიკელ სპორტსმენთან დამარცხდა და ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ფინალურ სტადიაზე ქართველმა მოფარიკავემ 1/32 ფინალში ერაყელ ალ ფილფ ბასიმს 15:9 აჯობა, 1/16 ფინალში ბელარუს სერგეი კისელს 15:7, 1/8 ფინალში ამერიკელ ჯოფრი ლოსს 15:11 მოუგო, ხოლო 1/4 ფინალში გერმანელ იანიკ ოფერ კირხს 15:11 სძლია და ნახევარფინალში მოხვდა, სადაც იტალიელ ლუკა კურატორისთან 13:14 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე 9 სპორტსმენით გამოვიდა. ქართულ დელეგაციას ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონი - ვლადიმერ აფციაური ხელმძღვანელობდა.


msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული