მერვედფინალს ვერ გასცდნენ

AutoSharing Option
ყაზანში გრძელდება 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი,რომელშიც 5 ქართველი მოხმალავე მონაწილეობს.

გოგონებში თათია აფციაური 23 მოასპარეზეს შორის 22-ე ადგილზე გავიდა. საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. დინა გალიაკბაროვა (რუსეთი), 2. რეკა ბენკო (უნგრეთი), 3. მარტა პუდა და მალგორზატა კოზაჩუკი (ორივე - პოლონეთი).

ვაჟთა პაექრობებში ოთხი ჩვენებური ცდიდა ძალებს. კახაბერ მაღრაძემ მე-14 ადგილი დაიკავა, მე-15 ადგილი ხვდა სანდრო ბაზაძეს, მისი ძმა ბექა მე-19 იყო, ხოლო ჭაბუკებში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი 30-ე ადგილით დაკმაყოფილდა. ჩემპიონობა რუსმა კამილ იბრაგიმოვმა მოიპოვა, რომელმაც
ფინალში იტალიელი ამედეო გიანი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ეტილ პავაშსა (უნგრეთი) და მაქსიმ ბალოკს (რუსეთი) ერგოთ, არადა, ამ უკანასკნელს კახაბერ მაღრაძემ პირველსავე ორთაბრძოლაში სძლია.

დღეს ქართველი მოხმალავენი გუნდურში იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული