სანდრო ბაზაძემ თეირანშიც იყოჩაღა

AutoSharing Option
ოქტომბრის მიწურულს თბილისში ქართველმა მოხმალავე სანდრო ბაზაძემ 23-წლამდელთა ევროპის თასის ეტაპზე ყველა მეტოქეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

და აი, მორიგი წარმატება: გასულ უქმეებზე თეირანმა 20-წლამდელთა მსოფლიოს თასის ეტაპს უმასპინძლა. შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 35 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სანდრო ბაზაძემ ჯგუფში ყველა მეტოქეს სძლია, მეოთხედფინალში უკრაინელი ევგენი სიდორენკო დაამარცხა (15:11), ნახევარფინალშიც ასეთივე ანგარიშით მის თანამემამულე დმიტრი რასკოსოვს აჯობა, გადამწყვეტ პაექრობაში კი მასპინძელ ფარზად ბაჰერს დააყრევინა ფარ-ხმალი (15:10), რითაც თანაგუნდელი მიხეილ მარდალეიშვილის დამარცხებისთვის ჯავრი იყარა - მეოთხედფინალში ბაჰერმა მარდალეიშვილს მოუგო და ქართველი მოხმალავე
VII ადგილს დააჯერა. 16 წლის შოთა შავგულიძე კი 3-4 წლით უფროსებთან პაექრობაში X ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული